logo
ENG



გოფოძე:ოზონოთერაპიით არ ვმკურნალობთ, პლაქველინს, აზიტრომიცინს და კოვიდონს ვიყენებთ

27 აპრ 202013:51
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობის მეთოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა პრეპარატზე მიმდინარეობს ცდები.

გოფოძის თქმით, პაციენტების პლაქველინით მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

„ძალიან რთულია ამ მკურნალობის მეთოდების განხილვა იმიტომ, რომ ეს წმინდა სამედიცინო საქმეა. ჩვენ პროტოკოლის მიხედვით ვმკურნალობთ. ჩვენ გყვავს კონსულტანტები, ინფექციონისტები, რომლებიც არჩევენ მეთოდებს. 

"ახლა საერთოდ კოვიდინფექციის მკურნალობა მიმდინარეობს ცდის მეთოდით. ვცდით ამა თუ იმ მედიკამენტს და შემდეგ შედეგებს ვითვლით. როგორც ოზონოთერაპიას აქვს არსებობის უფლება, ასევე სხვა თერაპიასაც აქვს არსებობის უფლება. ძალიან საინტერესო მეთოდი შემოგვთავაზა ალექსანდრე ანჯაფარიძემ ქართველმა ინფექციონისტმა, რომელმაც კოვიდონის ცხვირში ჩაწვეთება და წყალბადის ზეჟანგის ყელში გამოვლება. ამას მოჰყვა ის, რომ უცხოელებმაც დაიწყეს წერა, რომ კოვიდონის ჩაწვეთება აჩერებს მის გავრცელებას. ასეთი მეთოდები გვექნება სულ. ყველა ის მედიკამენტი, რომელიც იდება, ბუნებრივია ასეთი საკამათო საკითხები იქნება. ჩვენთან ოზონოთერაპიას არ ვიყენებთ, მძიმე შემთხვევებსა და საშუალო შემთხვევებში ვიყენებთ პლაქვენილს. მსუბუქ შემთხვევებში ზოგიერთს მედიკამენტი არ სჭირდება.

"აზიტრომიცინს ვიყენებთ ჩვენც პროტოკოლის მიხედვით. ყველაფერი კეთდება, რათა პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. კრიტიკულ მდგომარეობაში არც ერთი არაა“, - განაცხადა გოფოძემ.  

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 496-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4833 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 571. ვირუსისგან სრულად განიკურნა 149 მოქალაქე, 6 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა