logo
ENG



გოცირიძე: ეს არის ივანიშვილის გუშინდელი ღამის ბოდვების შედეგი

29 ნოე 201911:47
3 წუთის საკითხავი
 
gsd0m03d5d5a896.jpg

„ერთიანი ნციონალური მოძაობის“ წევრი, რომან გოცირიძე დეპუტატების დაკავებას ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს უკავშირებს. მისი თქმით, მან პირდაპირ გასცა ბრძანება, ისევ დაეწყოთ დაჭერები.

„ეს არის ივანიშვილის გუშინდელი ღამის ბოდვების შედეგი, პირდაპირ მისცა დავალება, რომ დაიწყონ ნადირობა დეპუტატებზე და გაგრძელდეს დაჭერები. ეს არის კონსტიტუციის დაღვევა, პირდაპირ დეპუტატებზე არის მითითება, რომ დააკავონ. ახლა ძლივს გამოვტაცეთ ხელიდან აბესაძე, ასევე სერგო რატიოანის დაკავებას აპირებდნენ. ამ მოტყუებას ქართველი ხალხი არავის აპატიებს, ნურავის ეგონება რომ აი ასეთი პოლიციური ქმედებებით რაიმე შედეგ მიაღწევენ“,-განაცხადა რომან გოცირიძე.


close დახურვა