logo
ENG



გუმბარიძე: ვფიქრობთ, შემდეგია კეზერაშვილის ქონების დაყადაღება, ინტერესი ფორმულას წილია

30 სექ 202114:07
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას გენერალური დირექტორი დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პროცესების სამიზნე ტელეკომპანიაა.

ზუკა გუმბარიძის განცხადებით, ხელისუფლებას უნდა, საქმიანობაში შეუშალოს ხელი დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს და სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ფორმულას დამფინანსებლის წინააღმდეგ საქმის წარმოებაც.

ზუკა გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ნაბიჯი დავით კეზერაშვილის ქონების დაყადაღება იყოს, რადგან ხელისუფლების ინტერესი ფორმულაში კეზერაშვილის წილია.

„დღევანდელი გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროსი არის სუფთა პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება მედიას, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიისთვის ხელშეშლას. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მედიას, რომელიც მისთვის წარმოადგენს ყველაზე დიდ პრობლემას, ერთიანად გაუსწორდეს. დარჩენილი იყო ერთადერთი ძლიერი მედია, ფინანსურად და ინფრასტრუქტურრულად, და საჭირო იყო "მოევლო" ხელისუფლებას. ეს ნაბიჯი ამას უკავშირდება.

ვფიქრობთ, შემდეგი იქნება კეზერაშვილის ქონების დაყადაღება საქართველოში და, ბუნებრივია, ერთადერთ ინტერესს წარმოადგენს ფორმულას წილი, რათა მიიღონ ჯამში ის, რომ არ იმაუწყებლოს არცერთმა დამოუკიდებელმა მედიამ.

მთავარია, რომ ორ დღეში გვაქვს არჩევნები და მოსახლეობამ უნდა გაიაზროს, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მიდის რუსეთისკენ, რუსული ტიპის მმართველობისკენ", - აცხადებს ზუკა გუმბარიძე.

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრო კეზარაშვილს უჩივის.

თავდაცვის სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.

კეზერაშვილს 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. 

აღნიშნულ საქმეს არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება ტელეკომპანია ფორმულაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებს


close დახურვა