logo
ENG



გურამიშვილზე აფეთქებისას დაზარალებულებს ბინების მოსაძებნად ვადა პარასკევამდე აქვთ

22 ოქტ 201908:57
3 წუთის საკითხავი
 
woiql6km8t89ytb.png

გურამიშვილის გამზირზე, აფეთქების შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. დაზარალებულები ამ დრომდე სხვადასხვა სასტუმროში ცხოვრობენ. ისინი ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას შესაძლებელი იქნება თუ არა კორპუსში ცხოვრება და როდემდე მოუწევთ სასტუმროში გაჩერება. ერთ-ერთი დაზარალებული მთვარისა მუზაშვილი აცხადებს, რომ ბინების მოსაძებნად დრო პარასკევამდე მისცეს.

„სასწრაფოდ, პარასკევამდე უნდა მოძებნოთ ბინაო. ვერავის იმედს ვერ მივცემ რომ ასე მოკლე დროში ვიპოვი. როგორ ვიარო ამდენი ბავშვით, ვინ შემიშვებს ასე მალე სახლში. კარგი, ჩემი შვილებისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ როგორ,“ - აცხადებს მუზაშვილი.

მერიის საპროექტო განყოფილების უფროსი დავით დოღონაძე აცხადებს, რომ სამუშაოები მაქსიმალურად სწრაფად მიმდინარეობს, რათა კორპუსის მდგომარეობაზე დასკვნა რაც შეიძლება მალე დაიდოს.

„მაქსიმალურად ვჩქარობთ, რომ დროზე მოხდეს დაზიანებების ნახვა და შეფასება. შეგვიძლია ხალხის შეშვება, მაგრამ სამუშაოებს ხელი რომ არ შეეშალოს, მაქსიმალურად შევზღუდეთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მაქსიმალურად სწრაფად დაიდოს დასკვნა, თუ რასთან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს დავით დოღონაძე.

შეგახსენებთ, რომ გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსში აფეთება 19 ოქტომბერს მოხდა. სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება. კორპუსის ნაწილი პირველი სართულიდან მეოთხე სართულის ჩათვლით ჩამონგრეულია. აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

 


close დახურვა