გურიის რეგიონში სასაფლაოებს პოლიციასთან ერთად სამხედროებიც გააკონტროლებენ. გურიის რწმუნებულის ინფორმაციით, ზედამხედველობაში მერიის წარმომადგენლები და სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან.
ზურაბ ნასარიძის თქმით, ჯარისა და სხვა პირების დახმარებს საჭიროება სასაფლაოების სიმრავლემ და რესურსების უკმარისობამ გამოიწვია.
„გურიის რეგიონში დაახლოებით 400-მდე სასაფლაოა, შესაბამისად, ადამიანური რესურსის უკმარისობის გამო, დაგვჭირდა დამატებითი რესურსის შემოყვანა. ჩართულია როგორც პოლიციის ძალები, ასევე მოხალისეები, მერიის წარმომადგენლები და რამოდენიმე ადამიანი, სამხედრო პირი, რომელიც დღეს აკონტროლებს მთელ პერიმეტრს გურიის მასშტაბით“, - განაცხადა ნასარიძემ.