logo
ENG



გუტიერეშის თქმით, ის იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2023 წელს დასრულდება

20 დეკ 202212:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/20/0n2rzmfv7rfpvpq.jpg

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი 2023 წელს დასრულდება.

"მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი ეფექტური სამშვიდობო მოლაპარაკებების (უკრაინასა და რუსეთს შორის) შესაძლებლობაზე უახლოეს მომავალში. მე მაინც მჯერა, რომ სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება. ვფიქრობ, ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, სანამ სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები იქნება შესაძლებელი. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შესაძლებელი არ მგონია", - თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ამავდროულად, გუტიერეში იმედოვნებს, რომ მშვიდობა უკრაინაში 2023 წელს იქნება მიღწეული. მისი თქმით, მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მშვიდობიანი გზით გადაწყდეს რუსეთ-უკრაინის საკითხი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფოები კვლავ შეშფოთებული არიან, რომ რუსეთმა, შესაძლოა, გამოიყენოს დიპლომატიური მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად, როგორც ხრიკი, ბრძოლის ველზე თავისი ტაქტიკური პოზიციის გასაუმჯობესებლად.


close დახურვა