დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, გუშინ ღამით რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 3 რაიონი დაბომბეს.
რეზნიჩენკოს თქმით, რუსულმა ძალებმა ნიკოპოლს, მარგანცსა და ჩერვონოგრიგოროვსკაიას დაარტყეს, რის გამოც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.