logo
ENG



გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ქალაქი ნიკოპოლი ორჯერ დაბომბეს

05 სექ 202214:24
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/05/1sk3txpcxehb5kp.jpg

დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, გუშინ ღამით რუსულმა ძალებმა ქალაქი ნიკოპოლი ორჯერ დაბომბეს.

"რუსები ჩვენი მშვიდობიანი ქალაქებისა და სოფლების ტერორს არ წყვეტენ. ღამით ნიკოპოლის რაიონი კვლავ რუსული ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. მძიმე არტილერიიდან ორჯერ გაისროლეს.

ხალხი არ დაშავებულა. ათამდე კერძო სახლი და მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა," - თქვა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა