ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტს ამოწურულად აცხადებენ ხელისუფლებაში. სოფელ მუშევანის 10 მკვიდრი, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურთად თბილისის კლინიკებში გადმოიყვანეს. მედიკოსები და სამართალდამცველები, სოფლიდან მათ წამოყვანას ჯერ კიდევ გუშინ ცდილობდნენ, რასაც ადგილობრივებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაზიანდა ავტომანქანები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს.
"სოფელში ამჟამად სიმშვიდეა. შევხდით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა და მოხდა მათი დარწმუნება. დაგვთანხმდნენ ამ ადამიანების გადაყვანაზე",-აცხადებს მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაზადაშვილი.