logo
ENG



დავითაშვილი: 2-3 დღეში პროდუქტების უდიდესი მარაგი ქვეყანაში შემოვა

18 მარ 202015:23
3 წუთის საკითხავი
 
avebfbl7bjuibd9.jpg

მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის მორიგ შეხვედრაზე ამჯერად კორონავირუსის მიერ მიყენებულ ეკონომიკურ ზარალზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მომდევნო სამოქმედო გეგმა და იმსჯელეს, რა უნდა გაკეთდეს რათა მოხდეს ზარალის მინიმალიზაცია. მათ შორის გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით ქვეყანაში არ დგას სასურსათო პროდუქტების კრიზისი, ამიტომ პანიკა უადგილოა. 

​"სურსათის უზრუნველყოფას რაც ეხება, მოგეხსენებათ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა მომწოდებელთან. იმის გამო, რომ მოწოდების მიუხედავად ხშირად არის პანიკური შემთხვევები, მათ შორის მზარდი მოთხოვნა იგივე ბურღულეულზე. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მარაგები კონტროლდება. შეკვეთები გზაშია, თუმცა რთულდება პროდუქტების ჩამოსვლა უამინდობის გამო. მათ შორის ლარსის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ ავყვეთ პანიკას",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე იმსჯელეს, ეს ბიზნესის მხრიდან არაკეთილსინდისიერი გადაწყვეტილებებია. მათ შორის, ბევრი კერძო სექტორია რომელიც კეთილსინდისიერებით მუშაობს, ამიტომ მთავრობამ მიიღო მორიგი გადაწყვეტილება საფასო პოლიტიკასთან დაკავშირებით. 

"თითოეული ბიზნესი მაქისიმალურად პასუხისმგებლიანი უნდა იყოს და არ უნდა გამოიყენოს ვითარება სპეკულაციისთვის. ველოდებით, რომ 2-3 დღეში გამოსწორდება კლიმატური სიტუაცია და ის უდიდესი მარაგი ქვეყანაში შემოვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კრიზის პერიდოში შევინარჩუნოთ სტაბილური ფასები. გვექნება მექანიზმები ძირითად პროდუქტებზე იმპორტიორებისთვის დავაზღვიოთ სავალუტო რისკები, რათა ფასების სტაბილურობა შევინარჩუნოთ. აქ იგულისხმება პირველადი მოხმარებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტის ფასები",-განმარტა დავითაშვილმა. 


close დახურვა