ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობით აღჭურვილ და რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებელ დავით არახამიას საქართველოს ხელისუფლებამ ინტრიგანი უწოდა. არახამიამ საქართველოს მთავრობა მკაცრად გააკრიტიკა. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი შეეხო, ზელენსკისთვის საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობის წართმევა იყო.