ოცნება მთლიანად დაიცალა პოლიტიკოსებისგან - ასე აფასებს „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერი დათო ბერძენიშვილი მმართველ გუნდში არსებულ ვითარებას გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა".
მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლებაში პოლიტიკოსი აღარაა დარჩენილი.
"ამ ხელისუფლების პოლიტიკური შემადგენელი კი არა, პოლიტიკური შემადგენლის იმიტაციაც კი აღარ დარჩა. თალაკვაძე, მდინარაძე... აღარ განვაგრძობ. "ოცნება" მთლიანად დაიცალა პოლიტიკოსებისგან. ადრე სპიკერები მაინც იყვნენ და ლაპარაკობდნენ,"-განმარტავს ბერძენიშვილი.
ბერძენიშვილმა მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი პუტინის კარიკატურას შეადარა და აღნიშნა, რომ ეს ადამიანი მთლიანად რუსეთის პოლიტიკას ატარებს.
"ივანიშვილი არის პუტინის კარიკატურა. პუტინმაც გააქრო პოლიტიკა ქვეყანაში, მაგრამ ის დიდი ქვეყანაა დიდი რესურსით. თუმცა ეს ის რესურსი აღარაა, რაც ადრე იყო, მაგრამ მაინც. ორი ათეული წელია ფაქტია არის და კიდევ იქნება რუსეთი შეზღუდული პოლიტიკით. ივანიშვილი იმდენად კარიკატურულია, იმას კი არ ვამბობ რომ ახლა გახდა ცუდი, უცნაური რომ იყო სულ, ეს ფაქტია. მისი არაადეკვატურობის ხარისხი იზრდება. თავი წარმოიდგინა ევერესტად." - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.