logo
ENG



დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 იან 202120:30
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/26/8iv75jat90ljq52.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ზალკალიანი Facebook-ზე წერს.

ზალკალიანის თქმით, 23 იანვარს, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდგომ,  თვითიზოლაციაში გადავიდა.

"დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ,  გავიკეთე PCR ტესტი.  შედეგად,  COVID-19 ინფექცია მეც დამიდასტურდა. ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ. ყველანაირი პროტოკოლის დაცვით, სახლში ვმკურნალობ.  იმედს ვიტოვებ, ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს მალე დავუბრუნდები", - წერს ზალკალიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რისკების თავიდან აცილების მიზნით, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.


close დახურვა