მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, დავით ლორთქიფანიძე სრულ მხარადაჭერას უცხადებს იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტის წინ ოპოზიციის წინააღმდეგ უკვე მესამე დღეა კარავში ათენებენ ღამეს. მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს დაძაბულობის შექმნას და პროვოკაციებს აწყობს. დეპუტატი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკაში ყოფნას ხელისუფლების პასუხისმგებლობად მიიჩნევს. კოჰაბიტაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ორგანიზაცია ,,შევინარჩუნოთ სიცოცხლეც".
"ვფიქრობ, რომ ამ ადამიანების აქტივობა არ არის ნეგატიური და შეიძლება პოზიტიურად ჩავთვალოთ, რადგან მათ კანონის საწინააღმდეგო, დაფუძნების დღიდან აქამდე, არაფერი გაუკეთებიათ",-აცხადებს ლორთქიფანიძე.
ორგანიზაცია "შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" წევრი ლიკა გამრეკელის თქმით კი "ნაციონალური მოძრაობა" არ იმსაუხრებს პოლიტიკაში ყოფნას, ამიტომ 14 დეკემებრს დაანონსბეული აქციაც სამართლიანია.
"მაქვს პრობლემა "ნაციონალურ მოძრაობასთან" და ვთვლი, რომ ესაა სექტა. მას არ აქვს მორალური უფლება დღეს იყოს პოლიტიკაში. მინდა პარლამენტის წინ გავშლი კარავს, მინდა ნაცმოძრაობის წინ გავშლი კარავს და მინდა ხილიანზე გავდგები და გავშლი კარავს",-განმარტავს გამრეკელი.