ვაჟას ოცნებას ქართული ოცნება აახდენს - ეს მთავარი სლოგანი იყო 2012 წელს, როდესაც ოლიგარქი ქვეყნის მიტაცებას იწყებდა. ქართველი კლასიკოსების ციტატებით ქართული ოცნება უკვე 11 წელია გველაპარაკება. ეროვნული მოტივებით შენიღბულ რუსულ ნარატივში ვაჟა-ფშაველა ჭარბობს, თუმცა ქართული ოცნების წევრებმა, ისიც კი არ იციან, სად არის ვაჟას სახლ-მუზეუმი, არც ის იციან, რომ ვაჟას სახლი, ნელ-ნელა ინგრევა. მწერლის ნახევრად დანგრეულ მუზეუმს, ბოლოს თეა წულუკიანი სტუმრობდა, თუმცა ისტორიული შენობის გადარჩენაზე ფიქრი, ქართული ოცნების არც ერთ წევრს აზრადაც არ მოსვლია.
დავიწყებული ვაჟა-ფშაველა - შაბათის ფორმულა
27 მაი 202320:05
3 წუთის საკითხავი