logo
ENG



დავიჭ ჭიჭინაძე ალექსანდრე ერქვანიაზე: საშას წამოსვლას დიდი ხანია ველოდი

11 დეკ 201908:28
3 წუთის საკითხავი
 
40jos2ta1w14u8k.jpg

"ქართული ოცნება" ნელ-ნელა სუსტდება - უმრავლესობის რიგების დატოვება კიდევ ერთმა დეპუტატმა მოინდომა. ალექსანდრე ერქვანიამ გუნდისგან გამიჯვნის გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული კრიზისის გამო მიიღო. მისი განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა ყოველდღიურად ღარიბდება, პოლიტიკოსების უმრავლესობა მხოლოდ ძალაუფლებაზე და პირად კეთილდღეობაზე ფიქრობს. გავრცელებული ინფორმაციით "ქართული ოცნების" პარტიის რიგები შესაძლოა კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვოს.    

დამუკიდებელ დეპუტატს, დავით ჭიჭინაძეს, ალექსანდრე ერქვანიას გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებია. მეტიც, მისი თქმით, დიდი ხანია თავის დროზე მმართველი პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ღირებულებები აღარ არსებობს, ამიტომ ადამიანები გუნდს ტოვებენ.

"საშას წამოსვლას დიდი ხანია ველოდი, რადგან დიდი ხანია რაც იყო ის ღირებულებები აცდენილია ოცნებას. როგოროც ვიცი, დიდი ხანია უნდოდათ, რომ საშა თავის ნებით წამოსულიყო და ალბათ მისი განცხადება უნისონშია პატრიარქის განცხადებასთან. ზუსტად იმის დაფიქსირიება "ოცნებამ" რამდენად დიდი შეცდომა დაუშვა საპატრიარქოსთან მიმართებაში",-აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

კიდევ ერთი პირი, ვინც შესაძლოა პარტიის რიგები დატოვოს, ეს ირაკლი აბუსერიძეა, თუმცა თავად გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ მმართველი გუნდის დატოვება თავში აზრადაც არ მოსვლია.

"სიცრუეა და ვიღაცამ თუ სიზმარი ნახა, არ ვიცი, მაგრამ თავში აზრადაც არ მომსვლია. ამ გუნდში დავიწყე და ამ გუნდთან ერთად დავამთავრებ",-აღნიშნა ირაკლი აბუსერიძემ.


close დახურვა