logo
ENG



დაიკარგა ქართული ოცნება, გამოცხადდეს ოკუპაციის მუზეუმთან - ბათუ ქუთელია

17 ნოე 201916:40
3 წუთის საკითხავი
 
dmb8jakl1bt0oo3.png

 

დაიკარგა ქართული ოცნება, გამოცხადეს ოკუპაციის მუზეუმთან! – ასე მიმართა რუსთაველზე შეკრებილ მომიტინგეებს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ბათუ ქუთელიამ.

როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის საქციელმა არა ქვეყნის, არამედ თავისივე იმიჯი დააზიანა.

„ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ მოგვატყუა ყველა, ჩვენ ჩვენი შვილები და ჩვენი ისტორია, რომელიც აქ იწერება. მან უღალატა ჩვენ ქვეყანას, მან დათმო საქართველოს პოზიციები. ისმის კითხვა, დააზიანა თუ არა საქართველოს იმიჯი ივანიშვილის ნაბიჯმა, არა, ამან დააზიანა ბიძინა ივანიშვილის იმიჯი. საქართველოს იმიჯი კი ხართ თქვენ, ის პოლიცია და სამხედროები, რომელბიც საქართველოს იცავენ, ის ახალგაზრდები, რომლებიც სწავლობენ. საქართველოს 20% ოკუპირებულია და ისინი კარგავენ დარჩენილ 80%-ს. ოკუპაციის მუზეუმი სპეციალურად ვახსენე, იქ უამრავი მაგალითია თავგანწირვის. ჩვენი წინაპრები იფიცებოდნენ იმისთვის, რომ მტერი გადაეგდოთ. ჩვენ კი აქ შევფიცეთ, რომ არ შევეგუებით ამას. არ შევეგუებით, არ გვქონდეს ბედნიერი მომავალი, ამისთვის კი ვიდგებით აქ, სანამ არ დაინგრევა ქართული ოცნება“, - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

 


close დახურვა