logo
ENG



დაკარგული ისტორია - შაბათის ფორმულა

26 ნოე 202221:46
3 წუთის საკითხავი
 

საუკუნეებს გაუძლო და ამ 916 წელიწადის განმავლობაში გადარჩა, გადაურჩა ომებს და მოვიდა ჩვენამდე როგორც საქართველოს დიდება, ქრისტიანობისა და რწმენის სახე. მაგრამ ახლა 21 -ე საუკუნეში, როდესაც კაცობრიობა მთვარეზე ცხოვრების გეგმებს აწყობს, ჩვენ გელათი თავზე გვენგრევა. დახარჯული მილიონების, რეაბილიტაციაში ჩადებული ხარჯებისა და შრომის, შეცვლილი ძველი ქართული ჭიქური კრამიტის მიუხედავად - ტაძრის უნიკალური ხატწერა იშლება, ქრება, ნადგურდება. საერთაშორისო დასკვნების მიხედვით სველი კედლების გამოშრობას წლები სჭირდება, მხატვრობის ფენები კი ამ დრომდე ძირს ცვივა. ბოლოს ერთი თვის წინ მთავარ ტაძარში, საკურთხეველში ღვთისმშობლის მე-12 და მე-16 საუკუნის ფერწერული მოზაიკის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. საპატრიარქო დუმს - მის მიერვე დაკვეთილი დასკვნის უმძიმესი შინაარსი რამდენიმე თვე დამალეს.


close დახურვა