ხელისუფლება პროტესტს დასჯის მეთოდებს უპირისპირებს. დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს პატიმრობა შეუფარდეს. კრეატიული ფირმის დამფუძნებელი დღეს მოჰყვა, რა ხდებოდა რეალურად იმ ეპიზოდში, რის გამოც დააპატიმრებს.
სასამართლო, რომელიც რეპრესიების ერთ-ერთი ბერკეტია ივანიშვილის პარტიის ხელში, ტრადიციულად დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას პატიმრობის შესახებ. ეს ხდება იმ ფონზე, როცა ხელისუფლება არავის სჯის უტყუარი მტკიცებულებებით გამყარებული დანაშაულის გამო. სპეცრაზმი სასტიკი მეთოდებით უსწორდება აქციის მონაწილეებს.