logo
ENG



დანიის თავდაცვა: უკრაინა F-16-ების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს

21 აგვ 202315:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/21/rzfhahj9xefloya.jpg

დანიის თავდაცვის მინისტრის, იაკობ ელემან-იენსენის განცხადებით, უკრაინას F-16-ების გამოყენებას მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე შეძლებს.

"უკრაინას შეეძლება მისთვის გადაცემული F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე გამოიყენოს, მტრის ქვეყნიდან განდევნის მიზნით. პირობა ასეთია, ეს ეხება არა მხოლოდ საბრძოლო თვითმფრინავებს, არამედ ტანკებსაც", - ამბობს დანიის თავდაცვის მინისტრი.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს ნიდერლანდების შემდეგ დანიაც გადასცემს.

შესაბამისი განცხადება დანიის პრემიერმინისტრმა მეტტე ფრედერიკსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ზელენსკი დანიაში გუშინ, ნიდერლანდებში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა. 


close დახურვა