logo
ENG



დანილოვი: ჩვენ არ უნდა შევათანხმოთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება

02 სექ 202211:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/02/molq0mageus5d3q.jpg

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, უკრაინამ საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლება არც ერთ სახელმწიფოსთან არ უნდა შეათანხმოს.

კითხვაზე, არის თუ არა შეთანხმებული რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის გათავისუფლება ლონდონთან, ვაშინგტონთან, ბერლინთან ან ვარშავასთან, უკრაინის თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასე უპასუხა:

"ჩვენ არ უნდა შევათანხმოთ ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება. თუ საუბარი იყო იმ იარაღის გარკვეულ ეტაპზე გამოუყენებლობაზე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების წინააღმდეგ, რომელიც აშშ-დან მივიღეთ - ეს ცოტა სხვა საკითხია," - განაცხადა დანილოვმა.


close დახურვა