logo
ENG



დაპირისპირება პოლიციასთან და დაკავებები - რა მოხდა მარნეულში

13 აპრ 202319:54
3 წუთის საკითხავი
 

სპეცოპერაცია მარნეულში სამი პირის დაკავებით დასრულდა. ამ ფაქტს წინ უძღოდა დიდი დაპირისპირება სოფელ დაშტაფაში ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციას შორის. მოსახლეობა ბრალდებულების დაცვას ცდილობდა. დაკავებულებს  სამართალდამცველებზე თავდასხმას ედავებიან. 

გამოძიების ინფორმაციით, სამი პირი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და გზაზე ავტომობილით გადაადგილებისას არ გაჩერდა. ადევნების შედეგად მანქანა ამოტრიალდა. მგზავრებმა სამართალდამცველებს სცემეს და მიიმალნენ. დაკავებულების ადვოკატი ამტკიცებს, რომ პოლიცია პროვოკაცია მოაწყო. 


close დახურვა