logo
ENG



დარჩიაშვილი: ძალიან ძლიერი სიგნალია ბატონი ორბანის საქართველოში ვიზიტი

11 ოქტ 202314:56
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი საქართველოში "ძალიან ძლიერი სიგნალია". როგორც მან ოფიციალური დახვედრის შემდგომ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობის ახალი ფაზაა.

"მინდა, აღვნიშნო მთავრობათაშორისო კომისიის შესახებ, რომელიც აქცენტებს გააკეთებს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენს გვაქვს. ასევე, ამ შეხვედრების პარალელურად გაიმართება ხელმოწერები, მემორანდუმები ორ უწყება, კოლეგა სამინისტროს შორის, რომელიც გააძლიერებს სამინისტროებს შორის ურთიერთობას, რაც საერთო ჯამში გამოიხატება იმაში, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გავაძლიერებთ თანამშრომლობას. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან ძლიერი სიგნალია ბატონი ორბანის საქართველოში ვიზიტი. ეს ძალიან ღირებულ შედეგს მოიტანს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მინისტრის შეფასებით, ევროპული ინტეგრაციის გზაზე უნგრეთი საქართველოს მხარდამჭერია.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა. შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერმინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.


close დახურვა