logo
ENG



დარჩიაშვილი დავოსში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

17 იან 202420:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/17/sbc260gjyrk7p4z.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ილია დარჩიაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს შეხვდა.

უწყების განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ირანს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ "კეთილმეზობლურ ურთიერთობებს", ამასთან, მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებისა და კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიურ პოტენციალი.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და გამოწვევებს - ყურადღება გამახვილდა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების აუცილებლობაზე.


close დახურვა