logo
ENG



დეგნანი ღამურებსა და ლუგარის ცენტრზე: ეს არის მორიგი სუსტი მცდელობა დაბნეულობის შესაქმნელად

17 ივლ 202019:50
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ეხმაურება ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველი სამსახურების მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს საქართველოს მოქალაქე ე.წ. საზღვართან ღამურების დასაჭერად იმყოფებოდა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში უნდა წაეღო.

კელი დეგნანის თქმით, მსგავსი განცხადებები მხოლოდ იმას ემსახურება, რომ დესტაბილიზაცია შეიტანოს საზოგადოებაში და მოხდეს ლუგარის ლაბორატორიის დისკრედიტაცია.

„აშკარაა, რომ ეს არის მორიგი სუსტი მცდელობა დაბნეულობის შესაქმნელად და იმ ნდობის გასანადგურებლად, რომელიც ქართველებს აქვთ ლუგარის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების მიმართ. დილით ვიმყოფებოდი ზუსტად და სამუშაოები მართლაც შთამბეჭდავია. ეს ნამდვილად ის ადგილია, რომლითაც ქართველებმა უნდა იამაყონ.

შეერთებული შტატები ბოლო 30 წელია მჭიდროდ მუშაობას საქართველოსთან მთელ რიგ სფეროებში. ვნახეთ, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს ესმით, რომ რუსეთს სურს დესტაბილიზაციის გამომწვევი როლი შეასრულოს ამ ქვეყანაში. საქართველო წარმატების ისტორიაა. სამეზობლოში კი ქართული დემოკრატიის არსებობა რუსეთისთვის რთული ასატანია. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ვხედავთ რუსეთის მხრიდან ამგვარ მცდელობებს საქართველოს პროგრესისთვის ძირისგამოსათხრელად", - აცხადებს კელი დეგნანი

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მათ მიერ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ ე.წ. საზღვარი ღამურების დასაჭერად გადაკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სპუტნიკ-ოსეტია" ავრცელებს. 


close დახურვა