logo
ENG



დედის მიმართ ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

29 ივნ 202016:36
3 წუთის საკითხავი
 
tlxx466f3c52vf2.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული პირი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, თბილისში, დედას - 1947 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ბრალდებულმა დედის კუთვნილი კატის მიმართ სასტიკი მოპყრობა განახორციელა, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 259-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


close დახურვა