ფემიციდის საგანგაშო ნიშნული საქართველოში და ქალები სისტემის პირისპირ - რა გზას გადის ქალი, რომელიც მოძალადე ქმარს თავს დააღწევს და შვილთან ერთად, ქუჩაში მარტო რჩება. დღეს ამ უმძიმეს გზას, შაბათის ფორმულა 34 წლის მერისთან და მის 2 წლის შვილთან ერთად გაივლის. მერი 4 შვილის დედაა, მასზე ქმარი წლების განმავლობაში ძალადობდა, თუმცა დაახლოებით 2 წლის წინ, თავს დააღწია, თავშესაფარში წავიდა და შვილიც იქ შეეძინა. ცოტა ხნის წინ, მერის უთხრეს, რომ შვილთან ერთად თავშესაფარში ყოფნის უფლებით უკვე ისარგებლა და ახლა ან თავშესაფარი უნდა დატოვოს, ან შვილი მოძალადე მამასთან წაიყვანოს.
დედობის უფლების გარეშე - შაბათის ფორმულა
22 ივლ 202320:35
3 წუთის საკითხავი