დედოფალ ელისაბედს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაცია ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დედოფალს "გაციების მსგავსი მსუბუქი სიმპტომები" აქვს.
"ის მიიღებს შესაბამის სამედიცინო მეთვალყურეობას გაიდლაინების შესაბამისად". - აცხადებს ბუკინგემის სასახლე.
დედოფალი ელისაბედი პრინც ჩარლზის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.