logo
ENG



დეკანოზი: თუ მეოთხეული გადაცემი დაფიქსირდება, ეკლესია სხვა რეგულაციებს მიიღებს

23 მარ 202010:20
3 წუთის საკითხავი
 
y13x15chodrs8jc.png

თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ მართმადიდებლური ეკლესიების ურყევი პოზიცია საეკლესიო რიტუალებთან დაკავშირებით, კორონავირუსის გავრცელების რისკს ზრდის. მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა აიძულოს როგორც საერო დაწესებულებები, ასევე ეკლესია, რომ დადგენილი წესები დაიცვან.

„მთავარი ეს არის ზიარება, რომ ეს არის ქრისტეს სისხლი და ხორცი, მაგრამ როგორ მიეწოდება ეს მორწმუნეს, ეს არ არის არსებითი. საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმა არსებობდა ზიარების მიცემის. რაც არ არის არსებითი, ჩვენ ამაზე არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ხელისუფლებამ უნდა აიძულოს როგორც საერო დაწესებულებები, ასევე ეკლესია, რომ ეს წესები დაიცვან. ეს ხელისუფლების პრეროგატივაა და უნდა დაანებოს თამაშს თავი ეკლესიასთან, არასდროს უნდა დაიწყოს სპეკულირება, რომ არჩევნები ახლოვდება და ეკლესიას ულტიმატუმს ვერ წაუყენებენ“, - განაცხადა თეოლოგმა გოჩა ბარნოვმა.

სხვა პოზიცია აქვთ სასულიერო პირებს. სამღვდელოებაში აცხადებენ, რომ ისინი მლოცველებს შორის დისტანციის დაცვას ხალხმრავალ დღესასწაულებზეც შეძლებენ.

„თუ ადამიანებს აქვთ უფლება იმისა, რომ მივიდნენ მარკეტში და საკვები შეიძინონ და ჩვენ ვხედავთ რომ იქ ძალიან დიდი უწესრიგობაა, რატომ არ უნდა ვიდგე მაგალითად ეკლესიის წევრი რიგში სულიერი საზრდოსთვის. მე მზად ვარ თუნდაც სიკვდილისთვის, მაგრამ აღდგომის წირვის გაცდენას ვერ შევძლებ, მთელი ჩემი ცხოვრება ასე ვმსახურობდი, ამის გარეშე ხომ ყველანაირი წესი დაირღვევა“, - განაცხადა  მამა შალვა კეკელიამ.

დეკანოზ ლევან მათეშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მეოთხეული გადაცემა დაფიქსირდება, საეკლესიო პირები კვლავ შეიკრიბებიან და ეკლესიაში უფრო მკაცრ წესებს დააწესებენ.

„კოვზი არაფერ შუაშია, აქ საუბარია დისტანციის დაცვაზე. აქედან გამომდინარე თუ შევა ვითარება იმ ფაზაში, რომ დაფიქსირდება მეოთხე პირზე გადაცემის შემთხვევები, რა თქმა უნდა ეკლესია შეიკრიბება კვლავ და სხვა რეგულაციებს მიიღებს აუცილებლად“, - განაცხადა დეკანოზმა მათეშვილმა


close დახურვა