logo
ENG



დეკანოზი: საქართველოს ეკლესია არასოდეს ყოფილა კონფრონტაციაში სახელმწიფოსთან

22 მარ 202023:22
3 წუთის საკითხავი
 

„არ შეიძლება სიტუაციის იმგვარად დანახება, თითქოს სახელმწიფო ზღუდავს სინდისის თავისუფლებას და ერჩის ქრისტიანობას“, - ამის შესახებ დეკანოზმა ლევან მათეშვილმა გადაცემაში „გიორგი თარგამაძის ფორმულა“ განაცხადა.

დეკანოზმა გადაცემაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სახელმწიფოსა და ეკლესიის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 

„საქართველოს ეკლესია არასდროს არ ყოფილა კონფრონტაციაში სახელმწიფოსთან. ყოველთვის კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდა სახელმწიფოსთან. ეკლესია იყო ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი სახელმწიფოსი. ეკლესია ყველაფერს აკეთებს, კომუნიკაცია სახელმწიფოსთან არის და ეს კომუნიკაცია არის საჭირო. რეგლამენტაციის შედგენა სახელმწიფოს ეკუთვნის და ეს ბუნდოვანება მართლაც არის და რატომღაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში მარტო ეკლესია აღმოჩნდა. თუმცაღა მინდა მოვუწოდო სასულიერო პირებს - ეს პასუხისმგებლობა ყველაზე არის, რამდენად დავიცავთ რეკომენდაციებს ჯანდაცვის მუშაკების მხრიდან. სასულიერო პირებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს თითოეული ადამიანის მიმართ თუ რას მოვიმოქმედებთ, რომ ეს ხალხი დაცული იყოს. ეს პასუხისმგებლობა თავად ღმერთის წინაშე არის. ასევე მოვუწოდებ მრევლს, ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და რისი გაკეთება შეიძლება, თქვენც შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ. არ შეიძლება უპასუხისმგებლო განცხადებები, რომლებიც გაჟღერდა, თუნდაც სასულიერო პირების მიერ სახელმწიფოსთან მიმართებაში. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და არც იმგვარად დანახება სიტუაციისა, თითქოს სახელმწიფო ზღუდავს სინდისის თავისუფლებას და ერჩის ქრისტიანობას - ამგვარად წარმოჩენა ამ ვითარების გაუმართლებელია“,-განაცხადა დეკანოზმა ლევან მათეშვილმა.


close დახურვა