logo
ENG



დეკანოზი აზარტულ თამაშებზე: დროზე უნდა შევაჩეროთ ეს მონსტრი ბიზნესი

29 იან 202008:30
3 წუთის საკითხავი
 

აზარტული თამაშების ზიანის შემცირებაზე საპატრიარქოში იმსჯელეს.

შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გაიმართა და მისი მთავარი მიზანი აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავება იყო. მხარეებმა სათამაშო ბიზნესის მაქსიმალურ და დაუყონებლივ რეგულირებასა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებაზე ისაუბრეს.

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა. მისივე თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდა. 

"პრობლემა მრავალმხრივ მოსაგვარებელია და საჭიროა კომპლექსური მიდგომა. თუ დროზე არ შევაჩერეთ ეს მონსტრი ბიზნესი, უახლოეს მომავალში გველის ძალიან მძიმე შედეგები. ეს ბიზნესი ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და ძირითადი პრობლემაც მათ ამ საქმიანობაში ჩათრევას მოსდევს", -აცხადებს დეკანოზი. 


close დახურვა