logo
ENG



დეკანოზ მამალაძის ადვოკატი გახარიას, გომელაურისა და კვირიკაშვილის დაკითხვას ითხოვს

29 ოქტ 201911:44
3 წუთის საკითხავი
 
0ah1nfp8tj9rrhn.png

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების დაკითხვას ითხოვს.  რამიშვილის თქმით, თუ მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეა, ეს გიორგი მამალაძისთვის გამამართლებელ განაჩენს ნიშნავს. სასულიერო პირის უფლებადამცველი აცხადებს, რომ პროკურატურამ უნდა დაკითხოს ყველა ის პირი, რომლებზეც მეუფე იაკობმა თავის განცხადებაში ისაუბრა, მათ შორის არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური. ასევე ადვოკატის თქმით, სწორედ ეს საქმეები ედება ბრალად დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მისი თქმით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლები პატრიარქის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, ყველაფერი იმიტომ დაბრალდა გიორგი მამალაძეს, რომ ამ საქმეზე სიმართლე არ ეთქვა.

„მზად იყო, თუ წმინდა სინოდის სხდომაზე იქნებოდა საშუალება თავიდან ბოლომდე იტყოდა სიმართლეს და ამ სიმართლესთან დაკავშირებით ყველაფერს ნათელი მოეფინებოდა, თუ რა მდგომარეობაა საპატრიარქოში. იქიდან მოყოლებული იყო მუქარა, ეს მუქარა შემდგომში გაგრძელდა გამოძიება თუ ეძებს თანამონაწილეებს თუ ესეთი ნამდვილად არსებობს, თუ ესეთი დანაშაული დანაშაული მართლა ორგანიზებით ხდებოდა, მაშინ გამოძიება ვალდებულია ყველა ის პირი, ვინც დაასახელა დაიბარონ და დაკითხონ,“-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 


close დახურვა