logo
ENG



დეკანოიძე სანქციებზე: ვიმუშავებთ, რომ მხოლოდ ივანიშვილის და 15 ადამიანის გარშემო არ გაჩერდნენ

05 სექ 202218:45
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე სანქციებზე: ვიმუშავებთ, რომ მხოლოდ ივანიშვილის და 15 ადამიანის გარშემო არ გაჩერდნენ

ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძის შეფასებით, უკრაინის მხრიდან 12 ქართველის სანქცირების მოთხოვნა "უმნიშვნელოვანესი მოვლენაა".

როგორც დეკანოიძემ ბრიფინგზე თქვა, ისინი გააგრძელებენ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა სანქციები ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებზეც გავრცელდეს, რომლებიც ივანიშვილს "რუსული გავლენის" გატარებაში ეხმარებიან.

"უახლოეს პერიოდში ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და ამ 15 ადამიანის გარშემო არ მოხდეს გაჩერება. არამედ, რეალურად, სანქციების ნუსხაში მოხვდეს ყველა ის ადამიანი და მათ შორის ოლიგარქიული პარტიის, ქართული ოცნების ის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უშლიან დასავლური ცივილიზაციის ინტერესების რეგიონში წარმოჩენას, ხელს უშლიან უკრაინის გამარჯვებას და რეალურად, პარლამენტის მთავრობს თუ სხვადასხვა წარმომადგენლები ოცნების, რომლებიც ეხმარებიან ბიძინა ივანიშვილს რუსული გავლენის გატარებაში"- თქვა დეკანოიძემ.

უკრაინულმა მხარემ 15-კაციანი სია გამოაქვეყნა, სადაც დაასახელა ადამიანები, რომელთა დასანქცირებასაც ითხოვს. სიაში 12 ქართველია. მათ შორის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა. 


close დახურვა