logo
ENG



დეკანოიძე ხაზარაძეს: არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები

19 ივლ 202120:09
3 წუთის საკითხავი
 
დეკანოიძე ხაზარაძეს: არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებები
ვახო ქარელი / ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს განცხადების განცხადების ფორმას უწუნებს, რომ "მომავალი მთავრობის ძალოვნები არ უნდა იყოს ენმ-ს ხელში". 

დეკანოიძე განმარტავს, რომ ეს "არასწორია" და არცერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს სამართალდამცავი უწყებებ, მათ შორის, არც მცირე პარტიების ხელში. 

  • "რეალური (არა გონგოების) სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ მხარდაჭერილი პროკურორი;
  • არჩეული პროკურორები;
  • არჩეული შერიფები;
  • შსს მინისტრის და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების გაყოფა; ახალი პოლიციის შესახებ კანონის შექმნა. 
  • ფედ. საგამოძიებო უწყების შექმნა;

ეს არის სისტემის მინიმუმი როგორ ვფიქრობთ ჩვენ კრიმინალური იუსტიციის რეფორმას. ეს არის თანამდეროვე სტანდარტი. ჩემი ქვეყნისთვის ის მიმაჩნია მართებულად, რომ არცერთი პოლიტიკური ძალის (არც ჩემი) ხელში არ იყოს მართმსაჯულება. ამის მისაღწევად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი", - წერს ხატია დეკანოიძე. 

დღეს, 19 ივლისს მამუკა ხაზარაძემ ფეისბუქპოსტით ოპოზიციას კონსოლიდაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღესვეა საჭირო შეთანხმება, რათა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში. 

"ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას", - აცხადებს ხაზარაძე. 


close დახურვა