logo
ENG


ხაზარაძე: საჭიროა, ოპოზიციამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად
  • 1442ნახვები

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საჭიროა, უკვე დღეს, ოპოზიციურმა ძალებმა გადადგან ქმედითი ნაბიჯები დიდი კოალიციის შესაქმნელად. უკვე დღეს საჭიროა, დაიწყოს კონსულტაციები ჩრდილოვანი კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე და პრემიერობის კანდიდატზე.

დღესვეა საჭირო შეთანხმება, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში. ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალები სამოქალაქო საზოგადოებიდან. თუ ოპოზიცია ამას შეძლებს, მაშინ არსებული ოცნების ხელისუფლება შეიცვლება და ქვეყანა დაადგება სწრაფი რეფორმების და ევროინტეგრაციის შეუქცევად გზას.

 

წერს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა