ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ქალაქ ცხინვალს მეორე სახელს, სტალინირს არქმევს. როგორც ბიბილოვი განმარტავს სახელი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს უკავშირდება.
დე ფაქტო პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ სახელ სტალინირის პოპულარიზაციაზე იმუშაონ.