დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს გადასცემს, რომლებსაც ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება შეუძლიათ.
თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ახალი დახმარების შესახებ NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. AMRAAM-ის რაკეტები უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა და ისინი შესაძლოა გამოყენებულ იქნას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემით, რომლსაც კიევს აშშ გადასცემს.
გარდა ამისა, კიევს გადაეცემა ასობით სხვა ტიპის სარაკეტო-საზენიტო რაკეტები, დრონები და 18 ჰაუბიცა.
"რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი დარტყმები უკრაინის სამოქალაქო ტერიტორიებზე საჭიროებს იმათ მხარდაჭერას, ვინც თავისი ერის დაცვას ცდილობს", - განაცხადა უოლესმა.
რუსეთის საჰაერო შეტევების შედეგად, რომელიც ორშაბათს დაიწყო, დაიღუპა 26 ადამიანი, 100-ზე მეტმა ადამიანმა კი დაზიანებები მიიღო, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრომომარაგება.