დონალდ ტრამპის სურვილის მიუხედავად, დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები გაერთიანებაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგი არიან. კანადის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი კვლავ არღვევს საერთაშორისო ნორმებს, ამიტომ მომავალშიც ფორმატის გარეთ უნდა დარჩეს. დიდ შვიდეულში რუსეთის დაბრუნებას არ ემხრობა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებაც, თუმცა აცხადებს, რომ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინის მიწვევა დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია. ივნისის ბოლოს დაგეგმილი სამიტი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის გადაიდება. რუსეთი დიდი შვიდეულიდან 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ გარიცხეს.
დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები გაერთიანებაში რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგი არიან
02 ივნ 202014:55
3 წუთის საკითხავი