ნამახვანჰესის აშენების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. მოსახლეობა კაშხლის მშენებლობის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობას სეისმურად აქტიურ და მეწყერსაშიშ ზონაში არ დაუშვებენ.
სპეციალისტების დასკვნით, ავარიის შემთხვევაში დატბორვა ქუთაისს და მთლიანად კოლხეთის დაბლობს ემუქრება. იკარგება სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის პოტენციალი. აქცია საინიციატივო ჯგუფმა "რიონის ხეობის გადასარჩენად" დაგეგმა.
აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები, სასულიერო პირები და პოლიტიკოსები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა პარაკლისი გადაიხადეს.