logo
ENG



დიდ ბრიტანეთში კორონავირუსთან ბრძოლაში უწყებებს არმია დაეხმარება

19 მარ 202017:32
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად გერმანიის ქალაქ მიტერტაიხში კომენდანტის საათი გამოცხადდა. ის ვინც კომენდანტის საათს არ დაემორჩილება ფულადი ჯარიმა დაეკისრება, ან ორი წლით დააპატიმრებენ.  მიტერტაიხი, რომელიც ბავარიის რეგიონშია, გერმანიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც მკაცრი ზომები აამოქმედეს.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა პორტუგალიამაც. დიდ ბრიტანეთში კი კორონავირუსთან ბრძოლაში უწყებებს არმია დაეხმარება. პარალელურად იზრდება მსხვერპლი. ჩრდილოეთ ირლანდიასა და რუსეთში კოვიდ 19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევები  დადასტურდა. 767- ამდე გაიზარდა კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ესპანეთში.

იტალიაში კი მსხვერპლი ყველაზე მეტია, გარდაცვლილთა რაოდენობა იქ 3 ათასს აღწევს. იტალიური მედია ქალაქ ბერგამოს კადრებს ავრცელებს და წერს, რომ ქუჩებში საკრემაციო ბიუროებისკენ მიმავალი სამხედრო სატვირთო მანქანების გრძელი კოლონები დგას. 


close დახურვა