logo
ENG



დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

09 აგვ 202000:39
3 წუთის საკითხავი
 
ogfg2pyn9ofr6dh.jpg

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა. საქართველოდან მისი Facebook-გვერდის მოძებნა ვერ ხერხდება.

სავარაუდოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, Facebook-ის ქართველი მომხმარებლების რეაქცია გახდა. 

ტელეკომპანია "ფორმულამ" დიმიტრი მედვედევის Facebook გვერდის მოძებნა საფრანგეთიდან სცადა, საიდანაც Facebook გვერდი იძებნება.

ცნობისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი 2008 წლის აგვისტოს ომს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა "ნაძირლების ქმედებებს უპასუხა". 


close დახურვა