რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის "თანამდებობიდან გათავისუფლება და დაჭერა" სურს.
ის სალომე ზურაბიშვილს "მარიონეტს" უწოდებს და არჩევნების შედეგების არაღიარების გამო, მის "გადაყენებასა და დაჭერაზე" მიუთითებს.
"საქართველოს პრეზიდენტ-მარიონეტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ჩვეული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში - თანამდებობიდან გათავისუფლება და დაჭერაა", - ამბობს ის.