![7z1dekeexyv55iw.jpg](/uploads_script/news/thumb_7z1dekeexyv55iw.jpg)
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად კახა ჩხეტიანმა დაიკავა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ჩხეტიანთან 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 41 წლის სპეციალისტი 2016 წლიდან ქუთაისის "ტორპედოში" მუშაობდა და გუნდს საქართველოს ჩემპიონობა 15 წლიანი პაუზის შემდეგ მოაპოვებინა. მისი ხელმძღვანელობით, ტორპედომ 2017-18 წლების სეზონის ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში ითამაშა.