logo
ENG



დიღმელაშვილი: 24 ივნისის აქციაზე ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს გავაჟღერებთ

24 ივნ 202201:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/24/mjl7sguljg0jaxb.jpg

მოძრაობა სირცხვილიას წევრმა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ საერთო სახალხო მოძრაობის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხვალ დაგეგმილ აქციაზე ხელისუფლების მიმართ მოთხოვნებს გამოაცხადებენ.

დიღმელაშვილი აცხადებს, რომ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა სრულად ქართულ ოცნებას ეკისრება.

მისი თქმით, 24 ივნისს დაგეგმილი აქცია 20 ივნისის სულისკვეთების გაგრძელება იქნება და საზოგადოება უზრუნველყოფს, რომ საქართველომ დაიბრუნოს ლიდერობა ევროინტეგრაციის გზაზე.

„20 ივნისი იყო დღე, როცა ქართველი ხალხი დადგა ერთად, მიუხედავად ყველანაირი განსხვავებისა, ამაღლდა ყველა ყველაფერზე რაც მათ განასხვავებდათ და 9 აპრილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეკრება მოაწყო რუსთაველზე და ეს სულისკვეთება გაგრძელდება ხვალაც 24 ივნისს 20 საათზე, ყველანი შევიკრიბებით პარლამენტის წინ, რათა გავაჟღეროთ მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ და უზრუნველვყოთ, რომ საქართველო კვლავ გახდეს ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე და დაეწიოს მოლდოვასა და უკრაინას“ - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.


close დახურვა