logo
ENG



დნიპროს მერის თქმით, მოძმე ქალაქი ქუთაისიდან დნიპროს დახმარება არ მიუღია

20 იან 202315:19
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულასთან ინტერვიუში უკრაინის ქალაქ დნიპროს მერი ბორის ფილატოვი აცხადებს, რომ ქუთაისი დნიპროსთან დაძმობილებული ქალაქია, რომელთან კავშირიც ომში გაწყდა. 

ფილატოვის თქმით, დაძმობილებული ქალაქები დნიპროში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმის შემდეგ დახმარებას უგზავნიან. მან ქუთაისს დნიპროს მოსახლეობის დახმარებისკენ მოუწოდა.

დნიპროს მერის თქმით, მათ ამ დრომდე ქუთაისიდან არანაირი დახმარება არ მიუღიათ.

"ჩვენ დახმარებას გვთავაზობენ ჩვენი მოძმე ქალაქები, კიოლნი, იაპონიის ოსაკა, სლოვაკეთის ჟილინა და არის სურვილი დაეხმარონ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს. ჩვენ ველით, რომ მათ გადაერიცხებათ თანხა თუ ჩვენი ესმით, სამწუხაროდ, ჩვენ მოძმე ქალაქთან ქუთაისთან დავკარგეთ ომში კავშირი. ქუთაისს თუ ესმის, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი დახმარება ადამიანებისთვის, ქუთაისის მხრიდან" - აცხადებს ფილატოვი.

14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს. შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, მათგან 6 ბავშვი. დაშავდა 79 ადამიანი, მათგან 16 ბავშვი. 25-მდე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 


close დახურვა