logo
ENG



დნიპროში კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

17 იან 202309:10
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/17/n88shsw6s0vte1b.jpg

დნიპროში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მაშველებმა ნანგრევებიდან 39 ადამიანი გადაარჩინეს, იძებნება კიდევ 25 ადამიანი.

9-სართულიანი კორპუსის დაბომბვის შედეგად, 75 ადამიანი დაშავდა. სარაკეტო თავდასხმის შედეგად 200-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა განადგურდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნანგრევებში გადარჩენილების პოვნის შანსები ფაქტობრივად აღარ არსებობს, თუმცა ძებნა არ დასრულდება იქამდე, სანამ ყველა გარდაცვლილის ცხედარს არ იპოვიან.

14 იანვარს დნეპროპეტროვსკის ქალაქ დნიპროში რუსმა ოკუპანტებმა დასახლებულ პუნქტში 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა ესროლეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და განაცხადა, რომ იპოვიან ყველას „ვინც მონაწილეობს ამ ტერორში. ყველა მაქსიმალურად აგებს პასუხს“.


close დახურვა