განახლება: ცესკო-ს განახლებული მონაცემებით, ზურაბ ჯაფარიძემ ანა დოლიძეს გადაასწრო და მეორე ტურში გია ვოლსკის დაუპირისპირდება.
განახლებული წინასწარი მონაცემებით კი შედეგები ასეთია:
გია ვოლსკი, ქართული ოცნება - 42,69% (29 414 ხმა)
ზურა გირჩი ჯაფარიძე, გირჩი - 21,09% (14 529 ხმა)
ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 20,96% (14 438 ხმა)
ცესკოს მონაცემებით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე 9 ხმით უსწრებს ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ზურაბ ჯაფარიძეს.
დათვლილია ოლქის ყველა უბანი. წინასწარი შედეგებით, მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს გია ვოლსკის სწორედ ანა დოლიძე დაუპირისპირდება.
დიდუბე-ჩუღურეთში ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული შედეგები ასე გამოიყურება:
გია ვოლსკი, ქართული ოცნება - 42,76% (29 414 ხმა);
ანა დოლიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი - 20,99% (14 438 ხმა);
ზურა ჯაფარიძე, გირჩი - 20,97% (14 429 ხმა);
ლევან სამუშია, ლელო - 6,36% (4 377 ხმა);