დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეცვალა. მიკ მალვეინს პრეზიდენტის ახლო მოკავშირე მარკ მედოუზი ჩაანაცვლებს. მალვეინს ეს თანამდებობა ერთ წელზე მეტხანს ეკავა, მედოუზი კი ტრამპის მმართველობის პირობებში უკვე ადმინისტრაციის მეოთხე უფროსი იქნება.
თეთრი სახლის დატოვების შემდეგ მიკ მალვეინი ჩრდილოეთ ირლანდიაში შეერთებული შტატების სპეცწარმომადგენლის თანამდებობას ჩაიბარებს. ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მალვეინმა სენატში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.