logo
ENG



დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

19 თებ 202211:44
3 წუთის საკითხავი
 

გაერთიანებული ოპერაციების შტაბის განცხადებით, დონბასში სროლის შედეგად უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინული მხარის განცხადებით, 19 თებერვალს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 19-ჯერ დაარღვია, აქედან 16-ჯერ მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღის საშუალებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსული მხარე საარტილერიო სისტემას, ნაღმტყორცნებსა და ყუმბარმტყორცნებს იყენებს.

ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკში ვითარების გამწვავების მიზეზით რუსეთში ევაკუაცია 18 თებერვალს გამოაცხადა. მალევე, როსტოვის ოლქის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლტოლვილებისთვის ბანაკებს გაამზადებდნენ, ხოლო პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ყოველ მათგან 10 ათას რუბლს დაჰპირდა.

როგორც ე.წ. ლიდერების ვიდეოების მეტა მონაცემებიდან ირკვევა, მიმართვა გავრცელებამდე ორი დღით ადრე - 16 თებერვალს ჩაიწერა

გარდა ამის, დონეცკის ე.წ. პრეზიდენტმა, დენის პუშილინმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა


close დახურვა