logo
ENG



დროას წევრს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდში ხელკეტით დაესხნენ თავს

03 ივნ 202400:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/qrss7rqyaab13x5.jpg

დროას წევრს, მარიამ სიჭინავას ზუგდიდში ხელკეტებით დაესხნენ თავს - ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იყო. ინფორმაციას დროა Facebook-გვერდზე ვრცელებს.

პარტიის ცნობით, ის საავადმყოფოშია გადაიყვანეს. 

"დღეს, 2 ივნისს, ქართული ოცნებისდაქირავებული მოძალადეები ზუგდიდში თავს დაესხნენ პარტია დროას წევრს, მარიამ სიჭინავას, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მარიამი ამბობს, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის! არა რუსულ რეჟიმს!", - ნათქვამია განცხადებაში. 

 

close დახურვა